გრიგოლ გოგელია - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლებას გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ
გრიგოლ გოგელია - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლებას გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ

2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლებას გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ განაცხადა.

„პირველი არხი საზოგადოებას რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს შესთავაზებს, სადაც ჩვენი ნაკრებიც მონაწილეობს. 

2015 წელს იძულებული ვიყავით, ჩვენების უფლება შუამავალი ორგანიზაციიდან შეგვეძინა, რადგან  უფლება მას ჩვენგან დამოუკიდებლად ჰქონდა ნაყიდი. 

შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილება მეტყველებს, რომ ეფექტურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ შუამავალი რგოლი ამოგვეგდო. შესაბამისად, ეს ფასზეც აისახება. გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. თან, მით უმეტეს, დიდი ინტერესისა და ფასეულობის მქონე პროდუქციაა“, – განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

კონტრაქტს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და კომპანია RUGBY WORLD CUP LIMITED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. პირველი არხის მენეჯმენტს მიღწეული ჰქონდა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი არხი შეისყიდდა თუ არა ტრანსლირების უფლებას, სამეურვეო საბჭოს უნდა მიეღო. 

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.