გრიგოლ გეგელია - სალომე ზურაბიშვილმა ვერ და არ გამოიყენა ძალიან სწორი ბერკეტი ისეთ კანონზე დასადებად, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
სალომე ზურაბიშვილი მუდამ იყო და არის დამოკიდებული პრეზიდენტი, ის არ არის დამოუკიდებელი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ და არ გამოიყენა ძალიან სწორი ბერკეტი ისეთი ტიპის კანონზე დასადებად, რომელიც პირდაპირ არის საქართველოს კონსტიტუციის და ამ ქვეყნის მოქალაქეების თავისუფლების წინააღმდეგ.
„სალომე ზურაბიშვილს შეეძლო შეენარჩუნებინა ადამიანთა თავისუფლება და ეთქვა, რომ ის, რასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, არ არის სწორი და თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან. რაც შეეხება კომენტარს, თურმე ვერ მონახა სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ ვეტო დაედო მოცემულ კანონპროექტზე, არის აბსურდული. ეს კანონი თავიდან ბოლომდე არის არათავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა გეგელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს არ გამოიყენებს.