გრიგოლ გეგელია - იმედი მაქვს, ნიკა მელია დროულად შეძლებს, დატოვოს უკანონო პატიმრობა, რადგან ის სჭირდება სხვა მნიშვნელოვან ბრძოლას თავის პარტიასთან ერთად
იმედი მაქვს, ნიკა მელია დროულად შეძლებს, დატოვოს უკანონო პატიმრობა, რადგან ის სჭირდება სხვა მნიშვნელოვან ბრძოლას თავის პარტიასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ევროპულმა კავშირმა უკვე განახორციელა ჩარიცხვა. სხვა დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის, იქნა თუ არა მიღებული, რეგისტრირებული. ეს ინფორმაცია რაც მაქვს, არის გუშინ ერთადერთი მოსმენილი ინფორმაცია. იმედი მაქვს, დროზე დასრულდება ეს პროცესი და ნიკა მელია შეძლებს, დატოვოს ეს უკანონო პატიმრობა, რადგან ის სჭირდება სხვა მნიშვნელოვან ბრძოლას თავის პარტიასთან ერთად“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.