ქართველი მცველი გია გრიგალავა კვლავ სპეციალური ნიღბით ითამაშებს. ინფორმაციას „ტულა ნიუსი” ავრცელებს.
ტულის „არსენალის” მცველი რუსეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში სერიოზულად დაშავდა.
მატჩის შემდეგ გრიგალავა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დიაგნოზი დაუსვეს – სახის ძვლის მოტეხილობა. ანალოგიური ტრავმა მან გასული სეზონის დასაწყისში მიიღო. მაშინ გია ყაზანის „რუბინის” თავდამსხმელ, ჯონატასთან შეჯახების შემდეგ დაშავდა.
როდის დაუბრუნდება ქართველი მოედანს, ამის თაობაზე „არსენალის” ხელმძღვანელმა, ალექსანდრე რეზეპოვმა ისაუბრა.
„გია ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ჩამოვა დამცავი ნიღაბი, რომლითაც გრიგალავა საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშებს და ითამაშებს”, – განაცხადა ალექსანდრე რეზეპოვმა.