გრეტა წიწავა - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში „ჯილდოს იმსახურებს“
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში „ჯილდოს იმსახურებს“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, გრეტა წიწავა „ფეისბუქზე“ წერს.
„სამწუხაროდ, ყველას კარგად გვახსოვს სანდრო გირგვლიანის წამების შემზარავი ამბავი, ქართული საზოგადოების პროტესტი და ამ ყველაფერზე ეროვნული და სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილება – გამაოგნებელს უწოდებს სტრასბურგი მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების არაადამიანურ ქმედებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ა.შ…
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში „ჯილდოს იმსახურებს“…
მოდი, ვიყოთ გულახდილები და ვეცადოთ, დავიცალოთ პოლიტიკური გრძნობებისგან – ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვახსოვს შემზარავი ისტორიები ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომლის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი იყო – ისტორიები, რომლებზეც „ნაცმოძრაობის“ წევრებიც კი ამბობენ, ცუდი იყო!“ – წერს უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ნორვეგიაში პრიზი გადაეცა.