„გრემის“ 61-ე დაჯილდოების ცერემონიას მომღერალი ალიშა კისი წაიყვანს
„გრემის“ 61-ე დაჯილდოების ცერემონიას მომღერალი ალიშა კისი წაიყვანს

„გრემის“ დაჯილდოების რიგით 61-ე ცერემონიას მომღერალი ალიშა კისი წაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემია ავრცელებს.

წლის ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული მუსიკალური დაჯილდოება ლოს-ანჯელესის სტეპლს ცენტრში 10 თებერვალს გაიმართება. ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში 100-მდე ადამიანს გადაეცემა. უკვე ცნობილია ნომინანტებიც.

ამერიკელ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს, კენდრიკ ლამარი რვა კატეგორიაში ერთდროულად არის წარდგენილი. მათ შორისაა: წლის ჩანაწერი, წლის ალბომი და საუკეთერო რეპ პერფორმანსი. წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს ფავორიტობის შანსი აქვს კანადელ რეპერ დრეიკსაც. რეპერი და პროდიუსერი შვიდ ნომინაციაზეა წარდგენილი. დრეიკის მეხუთე სტუდიური ალბომი Scorpion უკვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ალბომი. ასევე შეძლო დიდი ბრიტანეთის ჩარტის რეკორდის მოხსნაც, რომლის მფლობელიც ლეგენდარული ჯგუფი „ბითლზი“ იყო.