გრეგორი კუნცი - მოხარული ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს საქართველოს ჯანდაცვაში და ვეხმარებით მომსახურების სტანდარტების შექმნაში
მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია უზრუნველვყოთ საქართველოს მოქალაქეების სამედიცინო დახმარება. ვაფართოებთ ჩვენს მისიას და შევძლებთ, უზრუნველვყოთ უკრაინის მოქალაქეების სამედიცინო დახმარება, – ამის შესახებ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრეგორი კუნციმ თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალში ყოფნისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ აშშ-ს წვლილი შეაქვს საქართველოს ჯანდაცვაში და ეხმარება სამედიცინო მომსახურების სტანდარტების შექმნაში.
„თბილისის ამერიკული ჰოსპიტლის სახელით, მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია უზრუნველვყოთ საქართველოს მოქალაქეების სამედიცინო დახმარება. დღეს ჩვენ ვაფართოებთ საკუთარ მისიას აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციის ხელგაშლილობით, მხარდაჭერით, და ჩვენ შევძლებთ, უზრუნველვყოთ უკრაინის მოქალაქეების სამედიცინო დახმარება, რომლებიც იძულებით გადაადგილებულნი არიან, ამჟამად დროებით საქართველოში ცხოვრობენ და სამედიცინო მომსახურებას საჭიროებენ.
ჩვენ მოხარული ვართ, რომ განვითარების საფინანსო კორპორაციის ხელგაშლილობით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ სამედიცინო მომსახურებით ისინი, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მადლობა ყველას, რომ შემოგვიერთდით. მოხარული ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს საქართველოს ჯანდაცვაში და ვეხმარებით მსოფლიოს ამ ნაწილში სამედიცინო მომსახურების სტანდარტის შექმნაში“, – განაცხადა გრეგორი კუნცმა.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს სამედიცინო დახმარებას გაუწევს. ჰოსპიტალი პროგრამას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით (DFC) ახორციელებს.