„სან ანტონიო სპურსის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, 75 წლის გრეგ პოპოვიჩმა ინსულტი გადაიტანა.
„მთავარ მწვრთნელს, გრეგ პოპოვიჩს მსუბუქი ინსულტი ჰქონდა. ინციდენტი 2 ნოემბერს საბანკო ცენტრ Frost Bank Center-ში მოხდა.
ექიმები ელოდებიან, რომ პოპოვიჩი, რომელმაც უკვე დაიწყო რეაბილიტაციის პროგრამა, სრულად აღიდგენს ჯანმრთელობას. ამ მომენტისთვის სამუშაოზე მისი დაბრუნების ვადები არ არის განსაზღვრული. ჩვენი ორგანიზაცია მადლიერებას გამოხატავს ყველას მიმართ, ვინც პოპოვიჩების ოჯახის სიმშვიდე უზრუნველყო“, – წერია განცხადებაში.
გრეგ პოპოვიჩი, „სან ანტონიოში“ მუშაობის პარალელურად, აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო 2017-21 წლებში.