ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ ესპანეთის „ლიგა ენდესას“ ნახევარფინალში ვერ იასპარეზებს. კუნძულელები ტურნირის მასპინძელ „ვალენსიას“ დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 81-97 წააგეს.
ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მოედანზე გატარებულ 22:36 წუთში ბურჯანაძემ 11 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 ორიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. განცდილი მარცხის შემდეგ „გრან კანარიამ“ ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.