„გრან კანარიამ“ ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა, ბურჯანაძემ 11 ქულა დააგროვა
„გრან კანარიამ“ ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა, ბურჯანაძემ 11 ქულა დააგროვა

ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ ესპანეთის „ლიგა ენდესას“ ნახევარფინალში ვერ იასპარეზებს. კუნძულელები ტურნირის მასპინძელ „ვალენსიას“ დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 81-97 წააგეს.

ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მოედანზე გატარებულ 22:36 წუთში ბურჯანაძემ 11 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 ორიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. განცდილი მარცხის შემდეგ „გრან კანარიამ“ ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.

დატოვე კომენტარი