„გრან კანარია“ „უნიკახასთან“ დამარცხდა - ბურჯანაძემ 5 ქულა ჩააგდო (ვიდეო)
ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ მალაგის „უნიკახას“ უმასპინძლა. კანარელებს ამ შეხვედრამდე ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი ჰქონდათ მოგებული და მალაგელებთან გამარჯვებას გეგმავდნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს – ბოლო წუთებზე 80:84 დამარცხდნენ.
ბექას გუნდში 18-18 ქულა ჩააგდეს ალბისიმ და კოსტელომ. ქართველის მონაგარი ასეთი იყო: 14 წუთი, 5 ქულა, 2 მოხსნა. ბურჯანაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„გრან კანარიას“ 5 წაგების წილ 1 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-18 პოზიციაზეა. ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს ობრადარიოსთან შინ გამართავს. მანამდე კი ევროთასზე „ბურსასპორს“ თურქეთში ესტუმრება.