„გრან კანარია“ „უნიკახასთან“ დამარცხდა – ბურჯანაძემ 5 ქულა ჩააგდო (ვიდეო)

11:48, 19.10.2020

ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“  მალაგის „უნიკახას“ უმასპინძლა. კანარელებს ამ შეხვედრამდე ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი ჰქონდათ მოგებული და მალაგელებთან გამარჯვებას გეგმავდნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს – ბოლო წუთებზე 80:84 დამარცხდნენ.

ბექას გუნდში 18-18 ქულა ჩააგდეს ალბისიმ და კოსტელომ. ქართველის მონაგარი ასეთი იყო: 14 წუთი, 5 ქულა, 2 მოხსნა. ბურჯანაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„გრან კანარიას“ 5 წაგების წილ 1 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-18 პოზიციაზეა. ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს ობრადარიოსთან შინ გამართავს. მანამდე კი ევროთასზე „ბურსასპორს“ თურქეთში ესტუმრება.

მსგავსი