გორთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
გორთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

საქართველოს პირველია არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებისას, მიკროავტობუსი გზის სავალდებულო ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა, როლებიც მიკროავტობუსში ისხდნენ. დაშავებული ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანა.