გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა
გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა

გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რომელიც დევნილთა განსახლებისთვის იყო გათვალისწინებული. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

შენობა პირველად ექვსი წლის წინ დაზიანდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მერიის ბალანსზე ობიექტი გასულ წელს გადავიდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ობიექტის ფასს ადგენს, რათა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, დანგრევის პირობით, მისი გასხვისება შეძლოს.