გორში, „სოკარ ჯორჯია გაზის" სერვისცენტრში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ
„სოკარ ჯორჯია გაზის” გორის სერვისცენტრში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გაზის სააბონენტო გადასახადზე დარიცხულ გადასახადს აპროტესტებენ.
ისინი სერვის ცენტრის რეგიონალური ოფისის მენეჯერს გიგა გრიგალაშვილს ბუნებრივ აირზე დარიცხული მაღალი გადასახადზე პასუხს სთხოვენ.
კომპანიის წარმომადგენელი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გიგა გრიგალაშვილი გადასახადის გაზრდილი ოდენობის დარიცხვას უქმე დღეებისა და 35 კალენდარულდღიან დარიცხვას ასახელებს.
“ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ეს აქცია მართულია კონკრეტული ადამიანების მხრიდან. მოსახლეობას ბრალდება თითქოს გაზში არეულია ჰაერი, აბსურდულია. სინოპტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ნოემბრის თვესთან შედარებით 4-5 გრადუსით დაბალი იყო ტემპერატურა დეკემბრის თვეში. ამას დაემატა სადღესასწაულო დღეები, წაკითხვის მეთოდი, რომლითაც ჩვენ მრიცხველებიდან ჩვენება ავიღეთ 35 დღიანია და სწორედ ამან გამოიწვია წინა თვესთან შედარებით მაღალი გადასახადი, თუმცა აქ არანაირი ხელოვნურ ჩარევას არ ჰქონია ადგილი”, – განაცხადა კომპანიის მენეჯერმა.