მკვლელობა მოხდა გორში, ბერუაშვილის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, მოკლული შსს-ს თანამშრომელია.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის მოკლულთან მდგმურად ცხოვრობდა. მან მოკლულს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, შსს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე დამატებით განცხადებას თავად გააკეთებენ.