გორში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ქალი დაიღუპა
გორში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ქალი დაიღუპა

გორში 60-წლამდე ქალი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი სახლის აბაზანაში ნახეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.