გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით მეზობელმა ერთი გარდაცვლილი და ორი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვა.
როგორც პირველ არხთან მეზობლებმა განაცხადეს, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაცია გახდა.
გარდაცვლილია 24წლის მამაკაცი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა კი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.