გორში რეგისტრირებული ამომრჩეველი დღეს მერობის ოთხ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს
გორში რეგისტრირებული ამომრჩეველი დღეს მერობის ოთხ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს

გორის მოსახლეობა დღეს მერობის ოთხ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს.

მუნიციპალიტეტის ორგანოს არჩევნებში გორში 11 2631 ამომრჩეველთა რეგისტრირებული. ოლქში 106 საარჩევნო უბანი გაიხსნა. კოვიდინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ერთი სპეცუბანია გახსნილი, სადაც 226 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

გორის მუნიციპალიტეტის მერობისთვის კანდიდატები „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპული საქართველოსთვის“ პარტიებიდან იყრიან კენჭს.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. მან საკუთარი არჩევანი N3 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

ამასთან, ერთი საჩივარი დაიწერა გორის N13 საარჩევნო უბანზე. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე წილისყრის დროს კომისიის ერთ-ერთ წევრს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა. აღნიშნული კომისიის წევრი არ იყო დაშვებული პროცედურებზე, ვიდრე არ მიუტანეს მოწმობა. საჩივარი უბანზევე განიხილეს და ინციდენტი ადგილზევე აღმოიფხვრა.

გორის მოსახლეობა დღეს მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს წევრებს ირჩევს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 37 წევრისგან დაკომპლექტდება. აქედან 12 მაჟორიტარული წესით აირჩევა, დანარჩენი 25 კი, პროპორციული წესით.