გორში, რამდენიმე ლოკაციაზე საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს.
საპოლიციო ღონისძიება, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
როგორც ჟურნალისტებს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვალერი თელიამ განუცხადა, საპოლიციო ღონისძიება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის დაკავებულია ერთი პირი, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.