ქალაქ გორში შუახნის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
პირველი არხის ინფორმაციით, ქალს დაზიანება თავზე აქვს მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.