გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა.
ბრიგადის მეთაურმა შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
დამოუკიდებლობის დღე პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის მეთაურმა გუბერნატორთან ერთად მიულოცა.
ამის შემდეგ, ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ამასთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გორში, ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს.
დროშები გამოიფინა შიდა ქართლის ადმინისტრაციულ შენობაზეც.