გორში N15 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს
გორში N15 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს

გორში N15 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჟანა თანდიაშვილი გააძევეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თედიაშვილმა აღნიშნული ფაქტი უბანზევე გააპროტესტა, რასაც ხმაური მოჰყვა.

საარჩევნო უბანზე ვითარების გასარკვევად საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი მივიდა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რეგისტრატორის მაგიდიდან თვითნებურად აიღო ამომრჩევლის პირადობის მოწმობა.  საოლქო კომისიის თავმჯდომარე მომხდარს უბანზე მუშაობისთვის ხელის შეშლად აფასებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჟანა თანდიაშვილი კი, აცხადებს, რომ  პირადობის მოწმობა შემოწმების მიზნით აიღო და მისი გაძევება უკანონოდ მოხდა. თანდიაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას საოლქო კომისიაში გაასაჩივრებს.