გორში მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა
გორში მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა

გორში 10 წლის გოგონას „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებული ამ დროისთვის რეანიმაციაშია მოთავსებული.

კლინიკა „გორმედის“ ექიმის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.