გორში, წერეთლის ქუჩაზე მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ჯინსის რამდენიმე შარვალი.
თვითმხილველების ცნობით, ეჭვმიტანილებმა მაღაზიასთან დამონტაჟებული რამდენიმე სათვალთვალო კამერა მოხსნა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქურდობაში მხილებულია სამი არასრულწლოვანი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.