გორში ავტომობილების მფლობელებმა და ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ვაპროტესტებთ საწვავზე ფასის მომატებას. მძღოლებისთვის ეს უკვე ძალიან პრობლემურია. ბუნებრივია, ამაზე კონტროლი სახელმწიფოს ხელშია. პასუხისმგებლობას ვაკისრებთ კომპანიებს, რომლებსაც ქვეყანაში საწვავი შემოაქვთ. ესაა მშვიდობიანი აქცია. საყვირებით, სიმბოლურად შემოვიარეთ ქალაქის ქუჩები და ჩვენი პროტესტი დავაფიქსირეთ“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.