გორში მცხოვრები სოსო მაისურაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა
გორში მცხოვრები სოსო მაისურაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა

გორში მცხოვრები სოსო მაისურაძე აცხადებს, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა.

„მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისთვის, იცემა პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის, იცემა იმ საქციელისთვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს. არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეგობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს“, – წერს სოსო მაისურაძე.

პარტიის ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს დღეს გორში უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და თვალის არეში დაზიანება მიაყენა.