გორში „მაგთის” ოფისი გაქურდეს, წაღებულია რამდენიმე ტელეფონის აპარატი.
ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს ინფორმაციით გამოძიება 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.