გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა
გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა

კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი სამეფო უბნის თეატრმა სპექტაკლით – ,,დემონები“ დაასრულა.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ შედგა ფესტივალის დახურვის ცერემონია, რომელიც მუსიკალური შოუთი და ფოიერვერკით დასრულდა.

კომედიის ფესტივალისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია. საიუბილეოდ ის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ ოთხი კომედიის თეატრალური ფესტივალია, მათ შორის ადგილი წლევანდელი წლიდან უკვე საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა.

ამგვარად, კომედიის ფესტივალი იმართება, ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში.

წელს კომედიის ფესტივალი სლოგანით „დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარი ქალაქში“ 5 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდა. მასში მონაწილეობდნენ მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთისა და მოზარდმაყურებელთა თეატრები.