გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კეთილმოწყობის სააგენტოს“ თანამშრომელი დაშავდა.
57 წლის სურამი ლამაზოღლი სატვირთო მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა. ავტომობილიდან გადმოვარდა ასევე ბანერი, რომელიც 57 წლის მამაკაცს დაეცა.
შემთხვევა ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიზე მოხდა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანა. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოათავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
„შემოყვანილია პაციენტი ტრავმული შოკით და ქალა ტვინის დახურული ტრავმით. უტარდება სათანადო კვლევები. მდგომარეობა მძიმეა, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრის ექიმმა დავით გასიყაშვილმა.