სოფელ სვენეთთან გამართული აქციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხვდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთთან, სადაც სტიქიით დაზარალებული გორის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები აქციას მართავდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივიდა.
მინისტრმა აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
სეტყვის შედეგად დაზარალებული შვიდი სოფლის მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებასა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა. მაცხოვრებლების თქმით, სტიქიამ მათი მოსავალი სრულად გაანადგურა. ისინი დილიდნ აქციას მართავდნენ და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს.
ასევე, ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილიც. გორის მუნიციპალიტეტის მერსა და აქციის მინაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ადგილზე მობილიზებული იუო პოლიციაც.
ამ დროისთვის გადაწყდა, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი ლევან დავითაშვილს გორის კულტურის სახლში შეხვდება.