გორში, ერთ-ერთი მაღაზიიდან ე.წ. ნისიების რვეული მოიპარეს
გორში, გორგასლის ქუჩაზე ერთ-ერთი მაღაზია გაქურდეს. მაღაზიიდან ე.წ. ნისიების რვეული მოიპარეს.
მაღაზიის გამყიდველი ვარაუდობს, რომ სავაჭრო ობიექტში უცნობი პირები ფანჯრიდან შევიდნენ, რადგან დილით მაღაზიაში მისულს ფანჯარა ჩამტვრეული დახვდა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.