გორში ენერგოკომპანიები დამოუკიდებლობის დღეს სპეციალური ღონისძიებებით აღნიშნავენ [ფოტო]
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები იმართება გორში.
გორის მთავარ მოედანზე დილიდან წარმოდგენილია შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკა.
მოედანზე ორგანიზაცია ,,ქართლოსის” ორგანიზებით 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის პრეზენტაცია მოეწყო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გორში ენერგოკომპანიები სპეციალური ღონისძიებებით აღნიშნავენ.
ღონისძიებები გორის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება და ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდება.
ადგილზე განთავსებულია მასშტაბური ინსტალაციები და მაკეტები ენერგეტიკის თემაზე.
საბავშვო ზონაში კი პატარებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა შეეძლებათ. საზეიმო ღონისძიება გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.