გორში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
გორში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად ერთმა ადამიანმა მცირე დაზიანება მიიღო და მას ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება.
დაზიანდა ასევე მეოთხე საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სახურავის ნაწილიც.
ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის წარმომადგენლები. მათი თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მერია შეისწავლის.