გორში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
გორში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, გორში ერთი პირი 1982 წელს დაბადებული ი. გ. დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მისსავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს – 1940 წელს დაბადებულ რ.ე-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა.

დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.