გორში, ჭალის დასახლებაში საკუთარ სახლში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილები სახლში მეზობლებმა ნახეს და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ ძალადობის კვალი არ აქვთ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.