გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

გასულ სხდომაზე სასამართლოში ჩვენება ოთხმა ადამიანმა მისცა, რომლებიც იაგო ნებიერიძესთან ერთად იმ ობიექტზე მუშაობდნენ, სადაც მკვლელობა მოხდა.

ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.