გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. შემთხვევა თამარ მეფისა და რომელაშვილების ქუჩის კვეთაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „გორმედში“, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
როგორც „გორმედში“ აცხადებენ, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ და ნაწილმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.