გორში გაუჩინარებულ არასრულწლოვან დებს ამ დრომდე ეძებენ. 16 წლის მარიამ მეგრელიშვილი 12 აპრილს დასთან, ანა მეგრელიშვილთან ერთად სკოლაში წავიდა. დები სახლში აღარ დაბრუნებულან. 12 აპრილის შემდეგ, ისინი არც სკოლაში მისულან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მეგრელიშვილების ოჯახი გაუჩინარებული დების ფოტოებს ავრცელებს.
ამასთან, დების შესახებ თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს, ოჯახი საკონტაქტო ნომრებს აქვეყნებს: 579 06 04 89; 589 92 27 62.