გორში აქციის „ნუ მომკლავ" მონაწილეები გორის ციხისკენ მსვლელობას მართავენ
გორში აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ” მიმდინარეობს. სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამას სოლიდარობა გამოუცხადეს და ობიექტური გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
აქციის მონაწილეები გორის ციხისკენ გაემართნენ და იქ გამართულ აქციას შეუერთდნენ. დღესვე გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის წინ, მხარდამჭერი აქცია გაიმართება, რომელსაც ასევე გორელი სტუდენტები შეუერთდებიან.