გორის საკრებულოს შენობასთან აქციაზე ერთ-ერთმა დევნილმა თვითდაზიანება მიიყენა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.
დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებს აპროტესტებენ.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.
ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი 436 დევნილ ოჯახს გადაეცემა, განაცხადი კი 1150 ოჯახმა შეავსო. გორში დევნილთა და განსახლების მინისტრის სამი მოადგილე მუშაობს და საკითხს ადგილზე სწავლობს.
აქციის მონაწილეები შენობაში იმყოფებიან და სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.