გორში ახალგაზრდა მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა
გორში ახალგაზრდა მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა

გორში 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ილოზში, ნადირობის დროს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელებათან ერთად სანადიროდ იყო ტყეში წასული. მოგვიანებით კი გარდაცვლილი ნახეს.

როგორც ატენის მუნიცუპალიტეტის წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი ამბობს, უცნობია, მამაკაცს იარაღი გაუვარდა, თუ სხვისი ნასროლი ტყვია მოხვდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.