გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა, მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.