გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მოკლული პირისა და დაჭრილის ახლობლები სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქციას მართავენ
გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში 28 თებერვალს მოკლული ირაკლი კობერიძისა და დაჭრილი ვანო ღვინიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები სამხედრო ჰოსპიტალთან შეიკრიბნენ.
მათი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისინი მკვლელობაში ბრალდებულს ფულს სძალავდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. აქციის მონაწილეები სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.
შემთხვევა გორში 28 თებერვალს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, მეორე დაჭრილი კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ დრომდე მკურნალობს.