გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ. 15 წლის არჩილ კობერიძე გუშინ საღამოს სახლიდან ბებიასთან წავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.
პირველი არხი მოზარდის დეიდას დაუკავშირდა, ოჯახის წევრმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
შსს-ში აცხადებენ, რომ დაწყებულია სამძებრო სამუშაოები.
ფოტოს პირველი არხი ოჯახის ნებართვით აქვეყნებს.