დღეს, გამთენიისას გორსა და ხაშურში სპეცოპერაცია ჩატარდა, დაკავებულია რამდენიმე პირი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მისი ცნობით, სპეცდანიშნულების თანამშრომლებმა ოპერაცია ერთდროულად რამდენიმე უბანში ჩაატარეს. როგორც ცნობილია, დაკავებულებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირს ედავებიან.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ ათამდე პირია დაკავებული.
ოფიციალური ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია.