გორისა და მეჯვრისხევის საბავშვო ბაღებში ქუნთრუშას შემთხვევები დაფიქსირდა
გორის მე-13 ბაგა-ბაღსა და სოფელ მეჯვრისხევის საბავშვო ბაღში ქუნთრუშას შემთხვევები დაფიქსირდა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ინფექციური დაავადებით ორი ბავშვი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც საზოგადოებრივს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განუცხადა, ბაღების დირექტორებს შეხვედრა ჰქონდათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან.
“ინფექციური დაავადების გადადების საშიშროება არ არსებობს. ბაღებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო ღონისძიებები. ქლორის ხსნარით კვირაში ერთხელ ბაღები იწმინდება. როგორც ჩვენ ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განგვიმარტა, ქუნთრუშა ისეთი მძიმე დაავადება არ არის, როგორც წითელა და ჩუტყვავილა”- განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.