გორში, გორისა და კასპის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მხარდამჭერები და შემაჯამებელი ოქმის მიღებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ფორმით საკუთარ ხმებს იცავენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა ტერიტორიაზე გააკრეს გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და მერიის წარმომადგენლების სურათები.
საოლქო საარჩევნო კომისიასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.