გორის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
გორის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

გორის გიორგი ერისთავის თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. პირველ, ორ და სამ დეკემბერს მაყურებელი რეი კუნის პიესის „სუფთა ოჯახური საკითხის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს იხილავს.

„ლესი“ ერთმოქმედებიანი, მრავალპერსონაჟიანი კომედიაა. რეჟისორმა ანუკი ხიდეშელმა ის სპეციალურად ერისთავის თეატრის მცირე სცენისთვის დადგა.

სპექტაკლში 11 მსახიობი თამაშობს არცთუ ისე ოჯახურ საკითხს, რომელიც სავსეა სიტუაციური სცენებითა და მოულოდნელობებით.