გორის სოფელ მერეთში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
გორის რაიონის სოფელ მერეთში უბედური შემთხვევა მოხდა.
21 წლის მირზა მახარაშვილს, რომელიც მაღალი ძაბვის ელექტრობოძზე იყო ასული, დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავდა მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.